A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
RA RE RI
REA REG REI REL REM REQ RES RET REV

Research and Development (R&D) – კვლევა და განვითარება

პროცესი, რომლის დროსაც კომპანიები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობას, რათა შექმნან ინოვაციური, ახალი, გაუმჯობესებული პროდუქტი. კვლევა და განვითარება კომპანიებს ეხმარება კონკურენციაში და მეტი შემოსავლის გენერირებაში. მაგალითად, ფარმაცევტულ კომპანიას სურს ახალი მედიკამენტის შექმნა, რომელიც განკურნავს კონკრეტულ დაავადებას. ამ მიზნით კომპანია განახორციელებს ინვესტიციას, რომელიც მოხმარდება ქიმიურ გამოკვლევებსა და სხვა მსგავს სამუშაოებს. შედეგად, შეიქმნება აღნიშნული მედიკამენტი და კომპანიის პროდუქტების პორტფელი გაფართოვდება.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9