A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
RA RE RI
REA REG REI REL REM REQ RES RET REV

Return On Average Equity – უკუგება საშუალო საკუთარ კაპიტალზე

ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიანიშნებს ორგანიზაციის მომგებიანობაზე საკუთარ კაპიტალთან მიმართებით. გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

უკუგება საშუალო საკუთარ კაპიტალზე=წმინდა მოგება/საკუთარი კაპიტალის საშუალო ღირებულება

კოეფიციენტი გამოიყენება იმის შესაფასებლად, რამდენად ეფექტიანად იყენებს მენეჯმენტი ორგანიზაციის საკუთარ კაპიტალს. მაღალი უკუგება საშუალო საკუთარ კაპიტალზე მიუთითებს მენეჯმენტის ეფექტიანობასა და საკუთარი კაპიტალის მაღალ უტილიზაციაზე, ხოლო დაბალი უკუგება საშუალო საკუთარ კაპიტალზე მიუთითებს მენეჯმენტის ნაკლებ ეფექტიანობასა და საკუთარი კაპიტალის დაბალ უტილიზაციაზე.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9