კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს ინვესტიციის მომგებიანობას. გამოითვლება ინვესტიციის ღირებულების ნაზრდის შეფარდებით საწყის ინვესტიციასთან. მაგალითად, თუ ინვესტორმა აქციებში 2 000 ლარი დააბანდა და ამ აქციების ღირებულება 3 000 ლარი გახდა, ინვესტიციაზე უკუგება იქნება (3 000–2 000)/2 000=50%. საგულიხსმოა, რომ მოცემული კოეფიციენტი არ ითვალისწინებს ფულის დროში ღირებულებას.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.