A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
RA RE RI
REA REG REI REL REM REQ RES RET REV

Revaluation Reserve – გადაფასების რეზერვი

საბალანსო უწყისის ანგარიში, რომელიც ზრდის ან ამცირებს აქტივის საბალანსო ღირებულებას მისი რეალური ღირებულების შესაბამისად. თუ აქტივის რეალური ღირებულება ნაკლებია საბალანსო ღირებულებაზე, მაშინ უარყოფითი გადაფასების რეზერვი გამოჩნდება საბალანსო უწყისში და შეამცირებს აქტივის ღირებულებას, რეზერვის ხარჯი კი აისახება მოგება-ზარალის ანგარიშგებაში. თუ აქტივის ღირებულება გაიზრდება, გადაფასების არსებული ხარჯი შემცირდება, ხოლო ბალანსზე არსებული გადაფასების რეზერვი გაიზრდება და გაზრდის აქტივის ღირებულებას.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9