სხვაობა ინვესტიციის უკუგებასა და ურისკო საპროცენტო განაკვეთს შორის, რომელიც ზომავს რამხელა უკუგებას მოითხოვს ინვესტორი მის მიერ გაწეული რისკის დასაკომპენსირებლად. მაგალითად, თუ ინვესტიციის მოსალოდნელი უკუგებაა 8%, ხოლო ურისკო საპროცენტო განაკვეთია 3%, რისკის პრემია იქნება 8%–3%=5%.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.