ინვესტიციის უკუგება, რომელსაც რისკი, არსებითად, არ ახლავს. ასეთ ინვესტიციას ეკონომიკური სარგებელი 100%-ით, გარანტირებულად, მოაქვს. მართალია, პრაქტიკაში აბსოლუტურად ურისკო ინვესტიცია არ არსებობს, მაგრამ ასეთად მაინც შეიძლება ჩაითვალოს ზოგიერთი მინიმალური რისკის მქონე ინვესტიცია, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების 3-თვიანი სახაზინო ობლიგაცია. რადგან იგულისხმება, რომ აშშ სახაზინო ვალდებულებებზე უარს განჭვრეტად მომავალში არ იტყვის, აღნიშნული ობლიგაციის უკუგება ურისკო უკუგებად ჩაითვლება.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.