A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
SA SC SE SH SI SM SP ST SU SW
SEC

Security – ფასიანი ქაღალდი

ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ფულადი ღირებულება და შეუზღუდავად ივაჭრება საფონდო ბირჟაზე. ფასიანი ქაღალდები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: წილობრივ, სასესხო და ჰიბრიდულ ფასიან ქაღალდებად. წილობრივი ფასიანი ქაღალდი ადასტურებს მისი მფლობელის საკუთრების უფლებას კომპანიის კაპიტალში და მისი მაგალითია აქცია; სასესხო ფასიანი ქაღალდი ადასტურებს მფლობელის უფლებას, მიიღოს განსაზღვრული ძირი თანხა პროცენტით ან უპროცენტოდ და მისი მაგალითია ობლიგაცია; ჰიბრიდული ფასიანი ქაღალდი წარმოადგენს სასესხო და წილობრივი ფასიანი ქაღალდების ერთგვარ კომბინაციას და მისი მაგალითია კონვერტირებადი ობლიგაცია.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9