A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
SA SC SE SH SI SM SP ST SU SW
STA STO

Stock – აქცია

ფასიანი ქაღალდი, რომელიც გამოხატავს მფლობელის წილს სააქციო საზოგადოებაში. არსებობს ორი კატეგორიის აქცია: ჩვეულებრივი და პრივილეგირებული. ჩვეულებრივი აქციის ფლობა ნიშნავს ხმის უფლებას აქციონერთა კრებაზე, შესაბამისად, სააქციო საზოგადოების მართვის პროცესში ჩართულობას. ინვესტორები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი ზემოთხსენებულ პროცესებში მონაწილეობით, თუმცა დივიდენდების მიღება სურთ, უპირატესობას ანიჭებენ პრივილეგირებულ აქციებს, რომლებიც მფლობელისთვის ფიქსირებული დივიდენდის გადახდას გულისხმობს, განსხვავებით ჩვეულებრივი აქციისაგან, რომელზეც დივიდენდი გარანტირებული არ არის და კრების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9