ისეთი კომპანია, რომელიც ნაწილობრივ ან სრულად ეკუთვნის სხვა კომპანიას (მშობელი კომპანია). მშობელი ფლობს საკონტროლო წილს შვილობილ კომპანიაში, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს შვილობილი კომპანიის აქციების 50%-ზე მეტი. მიუხედავად ამისა, შვილობილი კომპანია განიხილება ცალკეულ იურიდიულ პირად.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.