500 წამყვანი საჯაროდ მოვაჭრე ამერიკული კომპანიის აქციების ინდექსი, რომელიც შეწონილია ამ კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციით. ინდექსში შემავალი კომპანიების სია ზუსტად არ ემთხვევა ყველაზე მსხვილი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე 500 ამერიკულ კომპანიას, ვინაიდან ინდექსი, საბაზრო კაპიტალიზაციის გარდა, სხვა კრიტერიუმებსაც ითვალისწინებს. სტანდარდ ენდ ფუარს 500-ის ინდექსი გადმოსცემს აშშ-ის საფონდო ბაზრის მდომარეობას.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.