შეხედულება, რომლის მიხედვითაც, გარკვეული რაოდენობის ფულის მიმდინარე ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე მისი ღირებულება მომავალში. ეს თეორია გამყარებულია 2 ძირითადი მოსაზრებით:
1) კაპიტალს ახასიათებს პროდუქტიულობა, ანუ მიმდინარე პერიოდში შესაძლებელია ფულის ინვესტირება, შესაბამისად, მომავალში იგი დამატებით სარგებელს გამოიმუშავებს; 2) სხვა თანაბარ პირობებში ადამიანებს დღევანდელი მოხმარება ურჩევნიათ მომავალ მოხმარებას.
დროში ფულის ღირებულებაზე მოქმედებს სხვა ფაქტორებიც, მაგალითად, დამატებითი სარგებლის გამომუშავებასთან დაკავშირებული რისკი, ლიკვიდობა და მოსალოდნელი ინფლაცია.