დანახარჯები, რომლებიც წარმოიქმნება მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის მოლაპარაკების პროცესში. ტრანზაქციული დანახარჯებია სასურველი პროდუქტისა თუ სერვისის მოძიების, მის მომწოდებელთან გარიგებისა და შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის ხარჯები.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.