აღრიცხვის მთავარი წიგნის ყველა ანგარიშის დასახელებისა და მათი ნაშთების ორსვეტიანი ნუსხა, რომლის ერთი სვეტი განკუთვნილია დებიტური ნაშთისთვის, მეორე კი – კრედიტულისთვის. ორგანიზაციები, როგორც წესი, საცდელ ბალანსს ამზადებენ ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, ფინანსური ანგარიშგების მომზადებამდე. აღნიშნულის ძირითადი მიზანია, ფინანსური ანგარიშგების მომზადებამდე გამოვლინდეს ბუღალტრული გატარების დროს დაშვებული მათემატიკური შეცდომები, თუ ასეთი არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ დებიტის სვეტის ჯამი დაემთხვევა კრედიტის სვეტის ჯამს, მათემატიკური შეცდომა არ არსებობს, ხოლო თუ ეს ორი სვეტი არ ბალანსდება, გარკვეული ტიპის შეცდომაა დაშვებული.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.