პროექტის განსახორციელებლად საჭირო კაპიტალის ღირებულება, რომელიც სესხის აღების გარეშეა მოძიებული. უსესხო კაპიტალის ღირებულების დასათვლელად გამოიყენება კაპიტალური აქტივების შეფასების მოდელი და გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
უსესხო კაპიტალის ღირებულება=ურისკო აქტივის მოსალოდნელი უკუგება+უსესხო ბეტა*საბაზრო რისკის პრემია.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.