წლების რაოდენობა, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია აქტივის გამოყენებით სარგებლის მიღება. აქტივის ვარგისიანობის ვადა გავლენას ახდენს ყოველპერიოდულად აქტივზე დარიცხული ცვეთის რაოდენობაზე. ვარგისიანობის ვადის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს აქტივის გამოყენების ინტენსივობა, მისი ასაკი, აქტივის სარემონტო პოლიტიკა და სხვა.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.