საქონლის ან/და მომსახურების მოხმარებაზე დადგენილი გადასახადი, რომელიც წარმოადგენს საქონლის ან/და მომსახურების ფასზე დანამატს. დღგ არაპირდაპირი გადასახადია და მას საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას იხდის მომხმარებელი, ამ საქონლის ან/და მომსახურების ფასზე დანამატის სახით. მაგალითად, თუ დღგ-ის ზომა არის 18% და კომპანიამ შეიძინა ნედლეული, რომლის ფასიც, დღგ-ის გარეშე, არის 100 000 ლარი, მას მოუწევს 118 000 ლარის გადახდა მომწოდებლისთვის. ამ თანხიდან 18 000 ლარი არის დღგ.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.