სტარტაპისა ან მცირე ბიზნესის დაფინანსება კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, ძირითადად, მათი შექმნის საწყის ეტაპზე, ბიზნესები გაბედულ კაპიტალს ხშირად მიმართავენ მაშინ, როცა ფულის მოზიდვა სესხებით ან სხვა ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნით არ სურთ. გაბედული კაპიტალისტები არიან შეძლებული ინვესტორები, საინვესტიციო ბანკები ან სხვა ფინანსური ინსტიტუტები. ვინაიდან გაბედული კაპიტალისტები ბიზნესებს საწყის ეტაპზე აფინანსებენ, ინვესტიცია საკმაოდ რისკიანად ითვლება, თუმცა, ბიზნესის წარმატების შემთხვევაში, დიდია ინვესტორის უკუგებაც.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.