კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად ფარავს კომპანია წარმოქმნილ მოკლევადიან ვალდებულებებს. იგი გამოითვლება ჯამური სამარაგო შესყიდვების გაყოფით პერიოდის საშუალო სავაჭრო ვალდებულებებზე: სავაჭრო ვალდებულებების ბრუნვის კოეფიციენტი=პერიოდის ჯამური შესყიდვები/პერიოდის საშუალო სავაჭრო ვალდებულებები ზოგჯერ, სავაჭრო ვალდებულებების ბრუნვის კოეფიციენტის გამოთვლისას, ჯამური შესყიდვების ნაცვლად იყენებენ გაყიდული საქონლის თვითღირებულებას.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.