A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
CA CE CO CR CU
CAL CAP CAS

Call Option – ქოლ ოფციონი/გამოსყიდვის უფლება

ფინანსური კონტრაქტი, რომელიც მყიდველს აძლევს უფლებას, იყიდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივი ან ფინანსური ინსტრუმენტი წინასწარ განსაზღვრულ ფასად, წინასწარ განსაზღვრულ თარიღამდე. გამოსყიდვის უფლება ხშირად გამოიყენება აქციების შესაძენად. მაგალითად, ბაზარზე შეიძლება იყიდებოდეს ოფციონი, რომელიც მყიდველს შესაძლებლობას აძლევს, მომდევნო 3 თვის განმავლობაში იყიდოს კომპანიის აქცია 100 ფულად ერთეულად. იმ შემთხვევაში, თუ აქციის ფასი გადააჭარბებს 100-ს, უფლების მფლობელი იყიდის აქციას 100-ად და ნახავს სარგებელს. თუ აქციის ფასი იქნება 100-ზე ნაკლები, მაშინ უფლების მფლობელი არ გამოისყიდის აქციას.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9