A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
CA CE CO CR CU
CAL CAP CAS

Capital Asset Pricing Model (CAPM) – კაპიტალური აქტივების შეფასების მოდელი

ფინანსური მოდელი, რომელიც გამოიყენება აქტივის, უმეტესად, აქციის, მოსალოდნელი უკუგების დასათვლელად. იგი აღწერს დამოკიდებულებას აქტივის უკუგებასა და მასთან ასოცირებულ სისტემურ რისკს შორის. კერძოდ, რაც უფრო მაღალია აქტივთან დაკავშირებული საბაზრო და ინდივიდუალური რისკები, მით უფრო მაღალია უკუგება, რომელსაც ინვესტორი აქტივში ინვესტიციის განსახორციელებლად მოითხოვს. კაპიტალური აქტივების შეფასების მოდელი გამოითვლება ფორმულით:

ERi=Rf+βi(ERm-Rf)

რომელშიც:

ERi=ინვესტიციის მოსალოდნელი უკუგება

Rf=ურისკო აქტივის მოსალოდნელი უკუგება

βi=ინვესტიციის ბეტა

(ERm–Rf)=საბაზრო რისკის პრემია.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9