პუნში მზადდება ორი ან მეტი სპირტიანი სასმელის ან სხვადასხვა ღვინისა და ხილის წვენის შერევით. უალკოჰოლო ცხელი ან ცივი პუნში – წარმოადგენს სასმელს, რომლის მოსამზადებლად გამოიყენება ჩაი ან რძე, კვერცხი, ახალი ან დაკონსერვებული ხილი და კენკროვანები
Source: სასმელების განმარტებითი მცირე ლექსიკონი (ამოღებულია წიგნიდან - „მსოფლიოს ხალხთა სასმელები“) / შემდგ. ალეკო კვერნაძე; რედ. მანანა გველესიანი. [თბილისი: შპს „დანი“], 2008.