ღიამოყვითალო, მუქყავისფერამდე შეფერილობის ესპანური ღვინო, რომლის მოსამზადებლად ყურძნის სპირტით შეზავებულ დადუღებულ ყურძნის წვენს აცხელებენ და აჩერებენ 37-60° ტემპერატურაზე, რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლის განმავლობაში. შემდეგ ნარევს აციებენ 15° ტემპერატურაზე და აძველებენ მუხის კასრებში
Source: სასმელების განმარტებითი მცირე ლექსიკონი (ამოღებულია წიგნიდან - „მსოფლიოს ხალხთა სასმელები“) / შემდგ. ალეკო კვერნაძე; რედ. მანანა გველესიანი. [თბილისი: შპს „დანი“], 2008.