მცირე სადინარი, მილაქი
- ductuli aberrantes ცთომილი მილაკები; სათესლის დანამატის ყრუ მილაკები. მეზონეფროსის მილაკები, რომლებმაც განვითარების პროცესში დაკარგეს კავშირი გამომტან სადინართან. (Vas aberrans Halleri).
- ductuli biliferi ნაღვლის მილაკები; მოთავსებული არიან ღვიძლის წილაკში, უჯრედოვან ბაგირაკებს შორის; წილაკიდან გამოსვლის შემდეგ ერთვიან წილაკთაშუა მილაკებს (BNA– ductus biliferi).
- ductuli efferentis testis სათესლის გამომტანი მილაკები; 12-15 მილაკი, რომლებიც სათესლის შუასაყარში გამოეყოფიან სათესლის ბადეს, ხვრეტენ თეთრ გარსს და შედიან სათესლის დანამატის თავში, სადაც ქმნიან სათესლის დანამატის კონუსებს.
- ductus excretorii (gl. lacrimalis) (ცრემლის ჯირკვლის) გამომტანი მილაკები; საწრეტი მილაკები; ცრემლის ჯირკვლის თვალბუდისეული ნაწილიდან გამოსული გამომტანი მილაკები (3-5 მილაკი) გაივლიან ქუთუთოსეული ნაწილის სისქეში, სადაც ერთვიან ამ უკანასკნელის გამომტანი მილაკების ნაწილს და იხსნებიან კონიუნქტივის ზემო თაღში. აქვე იხსნებიან ქუთუთოსეული ნაწილის დამოუკიდებელი მილაკები (3-9 გამომტანი მილაკი).
- ductuli prostatici წინამდებარეს მილაკები; იხსნებიან შარდსადენის წინამდებარე ნაწილის უკანა კედელზე, სათესლე გორაკის გვერდებზე (BNA – ductus prostatici).
- ductuli transversi განივი მილაკები; ეპოოფორონის განივი მილაკები, რომლებიც იხსნებიან გასწვრივ სადინარში.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.