A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

AB AC AD AF AG AI AL AM AN AO AP AQ AR AS AT AU AX AZ
AMB AMM AMN AMP AMY

ampulla, -a e

f.
L. ampla bulla დიდი ბუშტული, წყლიანი ბუშტული
ამპულა, კოლბისებრი გაფართოება
 
ampulla canaliculi lacrimalis ცრემლის მილაკის ამპულა; ცრემლის მილაკის გაფართოებული მონაკვეთი ჰორიზონტალური ნაწილის დასაწყისთან (BNA – ampulla ductus lacrimalis).

ampulla ductus deferentis თესლის გამომტანი სადინარის ამპულა; თესლის გამომტანი სადინარის გაგანიერებული ნაწილი, მოთავსებული შარდის ბუშტის უკან. ამპულის კედელი შიგნიდან წარმოდგენილია ჯიბისებრი ღრუებით, დივერტიკულებით.

ampulla hepatopancreatica ღვიძლ-პანკრეასის ამპულა; გაგანიერება ნაღვლის საერთო და პანკრეასის სადინარების შეერთების ადგილას. (diverticulum duodeni, Vateri).

ampullae membranaceae et osseae (anterior, lateralis, posterior) აპკისებრი და ძვლოვანი ამპულები (წინა, ლატერალური და უკანა); აპკისებრი ნახევარრკალოვანი სადინარების და ძვლოვანი ნახევარრკალოვანი არხების გაგანიერებული მონაკვეთები.

ampulla recti სწორი ნაწლავის ამპულა; სწორი ნაწლავის ქვედა გაგანიერებული ნაწილი, მოთავსებული ყითას არხის ზემოთ.

ampulla tubae uterinae საშვილოსნოს ლულის ამპულა; საშვილოსნოს ლულის გაგანიერებული ნაწილი ლულის ძაბრსა და ყელს შორის.

Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9