შემაღლება
- eminentia arcuata რკალოვანი შემაღლება; მდებარეობს სოლისებრი ძვლის კლდოვანი ნაწილის წინა ზედაპირზე და შეესაბამება მის სისქეში მოთავსებულ წინა ნახევარრკალოვან არხს.
- eminentia collateralis თანამოზიარე შემაღლება; ჰიპოკამპის ლატერალურად მდებარე, ცვალებადი ზომის შემაღლება გვერდითი პარკუჭის ქვემო და ნაწილობრივ უკანა რქის ძირზე, რომელიც გამოწვეულია თანამოზიარე ღარით. (Meckeli).
- eminentia conchae ყურის ნიჟარის მაღლობი; ყურის ნიჟარის მედიალური ზედაპირის შემაღლება.
- eminentia fossae triangularis სამკუთხა ფოსოს მაღლობი; ყურის ნიჟარის მედიალური ზედაპირის შემაღლება, რომელიც შეესაბამება სამკუთხა ფოსოს.
- eminentia iliopubica თეძო-ბოქვენის მაღლობი; მდებარეობს თეძოსა და ბოქვენის ძვლის შეძვალების ადგილას. (BNA – eminentia iliopectinea).
- eminentia intercondylaris როკთაშუა შემაღლება; მდებარეობს დიდი წვივის როკთა შორის (BNA – eminentia intercondyloidea).
- eminentia pyramidalis პირამიდული მაღლობი; მომცრო შემაღლება დაფის ღრუს დვრილისებრ კედელზე, რომლის ღარში მოთავსებულია უზანგის კუნთი.
- eminentia scaphae ნავისებრი მაღლობი; ყურის ნიჟარის მედიალური ზედაპირის შემაღლება, რომელიც შეესაბამება ნავს.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.