გასაგზავნი
- vena emissaria parietalis თხემის გამოსაშვები ვენა; მოთავსებულია თხემის ძვლის არხში და ზემო საგიტალურ სინუსს აკავშირებს თავის რბილი ქსოვილების ვენებთან (BNA – emissarium parietale).
- vena emissaria condylaris როკისებრი გამოსაშვები ვენა; მოთავსებულია კეფის ძვლის როკისებრ არხში და სიგმოიდურ სინუსს აკავშირებს სახის ღრმა ვენასთან და ხერხემლის გარეთა ვენურ წნულთან (BNA – emissarium condyloideum).
- vena emissaria mastoidea დვრილისებრი გამოსაშვები ვენა; მოთავსებულია თანამოსახელე ხვრელში და სიგმოიდური სინუსს აკავშირებს ყურის უკანა ან კეფის ვენასთან (BNA – emissarium mastoideum).
- vena emissaria occipitalis კეფის გამოსაშვები ვენა; მოთავსებულია კეფის გარეთა ბორცვის მიდამოში და სინუსების შერთულს აკავშირებს კეფის ვენებთან (BNA – emissarium occipitale).
- venae emissariae გამოსაშვები ვენები; თავის ქალას ძვლების არხებში მოთავსებული ვენები, რომლებიც აერთებენ მაგარი გარსის ვენურ სინუსებს თავის ზედაპირულ ვენებთან (BNA – emissaria).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.