Gk. (kardia გული) საშ. სქ. ენდოკარდიუმი; გულის შიგნითა გარსი, რომლითაც მთლიანად ამოფენილია გულის ღრუ. ენდოკარდიუმის დუპლიკატურები წინაგულ-პარკუჭის, აორტისა და ფილტვის ღეროს ხვრელებთან ქმნიან სარქვლებს. ენდოკარდიუმი შეესაბამება სისხლის ძარღვების შიგნითა გარსს
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.