A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

EF EJ EL EM EN EP EQ ER ES EX
EPE EPI EPO

epithelium, - ii

Gk. (thele დვრილი. ამ ტერმინით თავდაპირველად აღინიშნებოდა ძუძუს დვრილის კანი)
საშ. სქ.
ეპითელიუმი; ეპითელური ქსოვილი, რომელიც აგებულია უწყვეტად განლაგებული სხვადასხვა ფორმის უჯრედების ერთი ან მრავალი შრისა და უჯრედშორისი ნივთიერებისაგან. ეპითელიუმით დაფარულია სხეულის ყველა თავისუფალი ზედაპირი. მისი სპეციალური სახეებია ენდოთელიუმი და მეზოთელიუმი. ფუნქციის მიხედვით ასხვავებენ: საფარველ, ჯირკვლოვან, სეკრეტორულ და სხვ. ეპითელიუმს.
 
epithelium anterior corneae რქოვანას წინა ეპითელიუმი; რქოვანას წინა ზედაპირის მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმი, რომელიც რქოვანას გარშემო გადადის კონიუნქტივის ეპითელიუმში. რქოვანას წინა ეპითელიუმში მოთავსებული არიან მრავალი მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებანი, რომელთა გაღიზიანება იწვევს რქოვანას რეფლექსს (BNA – epithelium corneae).
epithelium ductus semicircularis ნახევარრკალოვანი სადინარის ეპითელიუმი; ნახევარრკალოვანი სადინარების აპკოვანი კედლის შიგნითა ზედაპირი ამოფენილია ერთშრიანი ეპითელიუმით.
epithelium lentis ბროლის ეპითელიუმი; გამჭვირვალე სვეტებიანი უჯრედები, რომლითაც დაფარულია ბროლის წინა ზედაპირი.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9