Gk. (oon კვერცხი, phero ვატარებ, oophoron საკვერცხე) საშ. სქ. საკვერცხის დანამატი, ეპოოფორონი; რუდიმენტული ორგანო, რომელიც მდებარეობს საშვილოსნოს განიერ იოგში, საკვერცხესა და საშვილოსნოს ლულას შორის; შედგება კენტი გასწვრივი სადინარებისაგან და მასში გახსნილ რამდენიმე განივი მილაკისაგან. წარმოადგენს მეზონეფროსის ნაშთს
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.