ორმო, ჩაღრმავება
- excavatio disci დისკოს ჩაღრმავება; მხედველობის ნერვის დისკოს ჩაღრმავება (BNA – excavatio papillae n. optici).
- excavatio rectouterina სწორნაწლავ-საშვილოსნოს ჩაღრმავება; იქმნება პერიტონეუმით, სწორი ნაწლავიდან საშვილოსნოზე გადასვლის დროს (BNA – cavum Douglasi).
- excavatio rectovesicalis სწორნაწლავ-ბუშტის ჩაღრმავება; იქმნება პერიტონეუმით, სწორი ნაწლავიდან შარდის ბუშტზე გადასვლის დროს.
- excavatio vesicouterina შარდბუშტ-საშვილოსნოს ჩაღრმავება; იქმნება პერიტონეუმით, შარდის ბუშტიდან საშვილოსნოზე გადასვლის დროს.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.