ნამგალი
- falx cerebelli ნათხემის ნამგალი; მაგარი გარსის მორჩი, დუპლიკატურა ნათხემის ჰემისფეროებს შორის.
- falx cerebri დიდი ტვინის ნამგალი; მაგარი გარსის მორჩი, დუპლიკატურა დიდი ტვინის ჰემისფეროებს შორის.
- falx inguinalis (tendo conjunctivus) საზარდულის ნამგალი (შემაერთებელი მყესი); ლატერალურად შედრეკილი მყესოვანი ფირფიტა, რომელიც გამოეყოფა მუცლის განივი კუნთის აპონევროზს და უმაგრდება ბოქვენის ბორცვსა და ქედს. განამტკიცებს საზარდულის არხის უკანა კედლის მედიალურ ნაწილს.
- falciformis, - e, ნამგლისებრი
- ligamentum falciforme hepatis ღვიძლის ნამგლისებრი იოგი
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.