A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

FA FE FI FL FO FR FU
FAC FAL FAS FAU

fasciculus, - i

m.
L. fascis შეკვრა, კონა
კონა; ნერვული ან კუნთოვანი ბოჭკოების კონა
 
fasciculus atrioventricularis წინაგულ-პარკუჭის კონა; შედგება ღეროსა და ორი ფეხისაგან, აგებულია გულის სახეცვლილი კუნთოვანი უჯრედებისაგან; წარმოადგენს გულის გამტარი სისტემის ნაწილს, რომელიც ატარებს იმპულსებს წინაგულ-პარკუჭის კვანძიდან გულის პარკუჭებისაკენ. (Fasciculus Hisi).
fasciculus cuneatus სოლისებრი კონა; ზურგის ტვინის უკანა ლარის ლატერალურ ნაწილში მოთავსებული აღმავალი ბოჭკოები, რომლებიც იწყებიან სპინალური კვანძების უჯრედებიდან (გულმკერდის VI და ზემოთ მდებარე სპინალური კვანძებიდან), მიემართებიან სოლისებრ ბირთვში. (Burdachi).
fasciculus gracilis ნაზი კონა; ზურგის ტვინის უკანა ლარის მედიალურ ნაწილში მოთავსებული აღმავალი ბოჭკოები, რომლებიც იწყებიან სპინალური კვანძების უჯრედებიდან (გულმკერდის VII და ქვემოთ მდებარე კვანძებიდან), მიემართებიან მოგრძო ტვინში და მთავრდებიან ნაზ ბირთვში. (Golli).
fasciculus longitudinalis inferior ქვემო გასწვრივი კონა; განეკუთვნება ასოციაციურ ნერვულ ტრაქტებს; ერთმანეთთან აკავშირებს ერთი ჰემისფეროს საფეთქლისა და კეფის წილებს.
fasciculus longitudinalis superior ზემოთ გასწვრივი კონა; განეკუთვნება ასოციაციურ ნერვულ ტრაქტებს; ერთი ჰემისფეროს შუბლის წილს აკავშირებს თხემის ქვემო წილაკთან, კეფის წილთან და საფეთქლის წილის უკანა ნაწილთან.
fasciculus mamillotegmentalis დვრილ-ჭერის კონა; დვრილისებრი სხეულიდან მიემართება შუა ტვინის ჭერში – ტეგმენტუმში.
fasciculus mamillothalamicus დვრილ-მხედველობის ბორცვის კონა; დვრილისებრი სხეულიდან მიემართება მხედველობის ბორცვის წინა ბირთვში და შეიცავს აღმავალ და დაღმავალ ბოჭკოებს (BNA – fasciculus thalamomamillaris Vieq d’ Azyri).
fasciculi proprii საკუთარი კონები; ზურგის ტვინის მოკლე ასოციაციური ბოჭკოები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ ზურგის ტვინის სეგმენტებს; მოთავსებული არიან უშუალოდ რუხი ნივთიერების გარშემო თეთრი ნივთიერების ვიწრო ზოლის სახით და განეკუთვნებიან ზურგის ტვინის ფილოგენეზურად უფრო ძველ საკუთარ, ანუ სეგმენტურ აპარატს.
fasciculus retroflexus შებრუნებული კონა; განეკუთვნება სადავის ეფერენტულ სისტემას და სადავის ბირთვიდან მიემართება შუა ტვინის ფეხთაშუა ბირთვში (BNA – Meynerti).
fasciculi rubroreticulares წითელბირთვ-ბადისებრი კონები; რუბრორეტიკულური კონები; წითელი ბირთვიდან მიემართებიან ტვინის ღეროსა და ზურგის ტვინის რეტიკულურ ფორმაციაში (BNA – tractus rubro-relicularis).
fasciculus uncinatus კაუჭისებრი კონა; განეკუთვნება ასოციაციურ ნერვულ ტრაქტებს და ერთი ჰემისფეროს შუბლის ქვემო ხვეულს აკავშირებს საფეთქლის პოლუსთან.
fascicularis, - e, fasciculatus, - a, - um კონისა
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9