სარკმელი
- fenestra cochleae ლოკოკინას სარკმელი; მდებარეობს დაფის ღრუს შიგნითა კედელზე, კონცხის უკან და ქვემოთ; დახურულია დაფის მეორეული აპკით და უკავშირდება ლოკოკინას. (Fenestra rotunda).
- fenestra vestibuli კარიბჭის სარკმელი; მდებარეობს დაფის ღრუს შიგნითა კედელზე, კონცხის ზემოთ; დახურულია უზანგის ფუძით და უკავშირდება ძვლოვან კარიბჭეს. (Fenestra ovalis).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.