ბოჭკო
- fibrae arcuatae cerebri დიდი ტვინის რკალოვანი ბოჭკოები; მოკლე ასოციაციური ბოჭკოები, რომლებიც აკავშირებენ ერთი ჰემისფეროს მეზობელ ხვეულებს.
- fibrae arcuatae externae dorsales დორსალური გარეთა რკალოვანი ბოჭკოები; დამატებითი სოლისებრი ბირთვიდან მიემართებიან ლატერალურად და ნათხემის თანამოსახელე მხრის ქვემო ფეხის გავლით აღწევენ ნათხემს; ატარებენ პროპრიოცეპტულ იმპულსებს ზემო კიდურებიდან ნათხემისაკენ.
- fibrae arcuatae externae ventrales ვენტრალური გარეთა რკალოვანი ბოჭკოები; იწყებიან დამატებითი სოლისებრი ბირთვიდან, მიემართებიან ვენტრალურად და გადაჯვარედინდებიან მოპირდაპირე მხრის თანამოსახელე ბოჭკოებთან, შემდეგ გამოდიან მოგრძო ტვინის წინა შუა ნაპრალიდან, ზემოდან გადაუვლიან ოლივას და ნათხემის მოპირდაპირე მხრის ქვემო ფეხის გავლით აღწევენ ნათხემს. ვარაუდობენ, რომ ვენტრალური გარეთა რკალოვანი ბოჭკოები ატარებენ პროპრიოცეპტულ იმპულსებს ზემო კიდურებიდან ნათხემისაკენ.
- fibrae arcuatae internae შიგნითა რკალოვანი ბოჭკოები; იწყებიან ნაზ და სოლისებრ ბირთვებში, მიემართებიან წინ და ზემოთ, გადაჯვარედინდებიან მოპირდაპირე მხრის თანამოსახელე ბოჭკოებთან და გადადიან მედიალური მარყუჟში, რომელიც მთავრდება მხედველობის ბორცვში. შიგნითა რკალოვანი ბოჭკოები წარმოადგენენ შეგნებული პროპრიოცეპტული და ტაქტილური იმპულსების გამტარი გზის მეორე ნეირონებს.
- fibrae circulares ირგვლივი ბოჭკოები; თვალის წამწამოვანი კუნთის ირგვლივი ბოჭკოები (BNA – Mulleri).
- fibrae corticonucleares ქერქ-ბირთვების ბოჭკოები; დიდი ტვინის ქერქის მოტორული და პრემოტორული არეების უჯრედების ბოჭკოები, რომლებიც ქერქ-ზურგის ტვინის. ბოჭკოებთან ერთად ეშვებიან ქვემოთ და მთავრდებიან კრანიალური ნერვების თანამოსახელე ან მოპირდაპირე მხრის მოტორულ ბირთვებში.
- fibrae corticoreticulares ქერქ-ბადისებრი ბოჭკოები; კორტიკორეტიკულური ბოჭკოები; იწყებიან დიდი ტვინის ყველა წილების, ქერქიდან და მთავრდებიან ბადისებრ ფორმაციაში.
- fibrae intercrurales ფეხთაშუა ბოჭკოები; მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის რკალოვანი ბოჭკოები საზარდულის იოგის ფეხებს შორის, რომლებიც ლატერალური მხრიდან შემოსაზღვრავენ საზარდულის ზედაპირულ რგოლს.
- fibrae meridionales მერიდიონალური ბოჭკოები; წამწამოვანი კუნთის მერიდიონალური ბოჭკოები. (Brueckei).
- fibrae obliquae ირიბი ბოჭკოები; კუჭის კუნთოვანი გარსის შიგნითა, ირიბი ბოჭკოები.
- fibrae periventriculares პერივენტრიკულური ბოჭკოები; ნაზი, ურბილგარსო ბოჭკოები, რომლებიც აღმოცენდებიან ჰიპოთალამუსის უკანა ნაწილში და მიემართებიან ქვემოთ შუა ტვინის ჭერისა და ხიდის ბადისებრი ფორმაციის გავლით.
- fibrae pontis transversae ხიდის განივი ბოჭკოები; იწყებიან ხიდის ბირთვებიდან და ნათხემის შუა ფეხების გავლით აღწევენ ნათხემს. ეს ბოჭკოები წარმოადგენენ ქერქ-ხიდ-ნათხემის გზის საბოლოო ნაწილს (BNA – fibrae pontis profundae).
- fibrae zonulares სარტყლის ბოჭკოები; იწყებიან წამწამოვანი სხეულიდან და ბროლის ეკვატორთან უმაგრდებიან ბროლის ჩანთას. ქმნიან წამწამოვან სარტყელს.
- fibrosus, - a, - um ფიბროზული, ბოჭკოვანი
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.