ფოჩი
- fimbria hippocampi ზღვის ცხენის ფოჩი; თაღის ფეხის გაგრძელებაა, რომელიც ჰიპოკამპის ლატერალურად მდებარეობს; შედგება ნერვული ბოჭკოებისაგან, რომლებიც იწყებიან ჰიპოკამპში და თაღის ფეხის, სხეულისა და სვეტის გავლით მთავრდებიან დვრილისებრ სხეულში. ამ ბოჭკოების ნაწილი ქმნის თაღის შესართავს, ნაწილი კი გამოეყოფა თაღის სვეტს და ტვინოვანი ზოლის გავლით მთავრდება სადავის ბირთვში.
- fimbria ovarica საკვერცხის ფოჩი; საშვილოსნოს ლულის ყველაზე გრძელი ფოჩი, რომელიც დაკავშირებულია საკვერცხის ლულისკენა ბოლოსთან.
- fimbriae tubae ლულის ფოჩები; საშვილოსნოს ლულის ფოჩები, რომლებითაც აღჭურვილია ლულის ძაბრი
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.