A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

FA FE FI FL FO FR FU
FIB FIL FIM FIS

fissura, - ae

f.
L. findere ორად გაყოფა, გაპობა
ნაპრალი
 
fissura choroidea სისხლძარღვოვანი ნაპრალი; პირველი ნაპრალი, წარმოქმნილი დიდი ტვინის ჰემისფეროს მედიალურ ზედაპირზე და უშუალოდ მოსაზღვრული გვერდითი პარკუჭის მედიალური კედლის ეპენდიმით. გვერდითი პარკუჭის ცენტრალურ ნაწილში სისხლძარღვოვანი ნაპრალი მოთავსებულია თაღის ლატერალურ კიდესა და მხედველობის ბორცვის ზემო ზედაპირს შორის, ხოლო ქვემო რქაში – საზღვოვან ზოლსა და ფოჩს შორის; წარმოადგენს სისხლძარღვთა წნულით აღჭურვილი რბილი გარსის ინვაგინაციის ადგილს.
fissura horizontalis ჰორიზონტალური ნაპრალი; 1. მარჯვენა ფილტვის ნაპრალი ზემო და შუა წილებს შორის. 2. ნათხემის ნაპრალი, რომელიც ყოფს ნათხემის ჰემისფეროს ზემო და ქვემო ზედაპირებზე.
fissura lig. venosi ვენური იოგის ნაპრალი; მდებარეობს ღვიძლის მარცხენა და კუდიან წილებს შორის. ამ ნაპრალში ძევს ობლიტერირებული ემბრიონული ვენური სადინარი.
fissura lig. teretis მრგვალი იოგის ნაპრალი; მდებარეობს ღვიძლის ვისცერულ ზედაპირზე, მარცხენა და კვადრატულ წილებს შორის.
fissura longitudinalis cerebri დიდი ტვინის გასწვრივი ნაპრალი; საგიტალური ნაპრალი დიდი ტვინის ჰემისფეროებს შორის.
fissura orbitalis inferior თვალბუდის ქვემო ნაპრალი; მოსაზღვრულია სოლისებრი ძვლის დიდი ფრთითა და ზედაყბის სხეულით; უკან იხსნება ფრთასასის ფოსოში.
fissura orbitalis superior თვალბუდის ზემო ნაპრალი; მოსაზღვრულია სოლისებრი ძვლის მცირე და დიდი ფრთებით; მასში გადიან ნერვები და სისხლძარღვები.
fissura petrooccipitalis კეფა-კლდოვანი ნაპრალი; მოთავსებულია საფეთქლის ძვლის კლდოვან ნაწილსა და კეფის ლატერალურ და ძარითად ნაწილებს შორის.
fissura petrosquamosa ქიცვ-კლდოვანი ნაპრალი; მოთავსებულია სოლისებრი ძვლის ქიცვსა და კლდოვან ნაწილს შორის.
fissura petrotympanica დაფ-კლდოვანი ნაპრალი; მოთავსებულია სოლისებრი ძვლის დაფისეულ და კლდოვან ნაწილებს შორის; მასში გაივლიან დაფის სიმი, დაფის წინა არტერია და ვენა. (Glaseri).
fissura posterolateralis უკანა ლატერალური ნაპრალი; მდებარეობს ნათხემის ქვემო ზედაპირზე, ნათხემის ჭიის კვანძის უკან.
fissura prima პირველი ნაპრალი; მდებარეობს ნათხემის ზემო ზედაპირზე ოთხკუთხა და მარტივ წილებს შორის.
fissura pterygomaxillaris ფრთა-ზედაყბის ნაპრალი; სამკუთხა შუალედი ზედაყბის სხეულსა და სოლისებრი ძვლის ფრთისებრ მორჩს შორის.
fissura secunda მეორე ნაპრალი; მდებარეობს ნათხემის ქვემო ზედაპირზე, ნათხემის ჭიის ნაქსა და პირამიდას შორის.
fissura sphenopetrosa სოლისებრ-კლდოვანი ნაპრალი; მოთავსებულია სოლისებრი ძვლის დიდ ფრთასა და საფეთქლის ძვლის კლდოვან ნაწილს შორის; მასში გადის მცირე კლდოვანი ნერვი.
fissura transversa cerebri დიდი ტვინის განივი ნაპრალი; მოთავსებულია კორძიანი სხეულის მორგვსა და მესამე პარკუჭის სახურავს შორის.
fissura tympanomastoidea დაფ-დვრილისებრი ნაპრალი; მოთავსებულია საფეთქლის ძვლის დაფის ნაწილსა და დვრილისებრ მორჩს შორის; მასში გადის ცთომილი ნერვის ყურის ტოტი.
fissura tympanosquamosa დაფ-ქიცვის ნაპრალი; მოთავსებულია საფეთქლის ძვლის ქიცვსა და დაფისეულ ნაწილს შორის; წინისკენ დაფის სარქვლის ქვედა მორჩით გაყოფილია დაფ-კლდოვან და ქიცვ-კლდოვან ნაპრალებად.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9