ფოთოლი
- folia cerebelli: ნათხემის ფოთლები; შეესაბამებიან დიდი ტვინის ხვეულებს (BNA – gyri cerebelli).
- folium vermis ჭიის ფოთოლი; ნათხემის ჭიის წილაკი; მდებარეობს ჭიის ფერდობსა და ბორცვს შორის და შეესაბამება ნათხემის ჰემისფეროს ზემო ნახევარმთვარისებრი წილაკს.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.