A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

FA FE FI FL FO FR FU
FOL FON FOR FOS FOV

folliculus, - i

m.
L. follis ტყავის პარკი
პარკი, ბუშტუკი, ფოლიკული
 
folliculi lymphatici aggregati შეჯგუფული ლიმფური ფოლიკულები; თითოეული მათგანი წარმოადგენს განკერძოებული ლიმფური ფოლიკულების გროვას, რომლის სიგრძე აღწევს 5-10 სმ.; მოთავსებული არიან თეძოს ნაწლავის ლორწოვან გარსში, ნაწლავზე ჯორჯლის მიმაგრების მოპირდაპირე მხარეს; თეძოს ნაწლავში მათი რაოდენობა აღწევს 20-30 (BNA – noduli lymphatici aggregati Peyeri).
folliculi lymphatici laryrgei ხორხის ლიმფური ფოლიკულები; განკერძოებული ლიმფური ფოლიკულები ხორხის ლორწოვან გარსში. ფოლიკულების ჯგუფს ხორხსარქვლის ძირთან ზოგჯერ გამოყოფენ ხორხის ნუშის სახელწოდებით (BNA – noduli lymphatici laryngei).
folliculi lymphatici lienalis ელენთის ლიმფური ფოლიკულები; მოთავსებული არიან ელენთის პულპაში, არტერიების ადვენტიციურ გარსში და რეტიკულური ბოჯკოების ქსელში, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული არტერიის კედელთან. ლიმფური ფოლიკულების დაჯგუფება ქმნის ელენთის თეთრ პულპას (BNA – noduli lymphatici lienalis, Malpighii).
folliculi linguales ენის ფოლიკულები; მოთავსებული არიან ენის ფესვის ლორწოვან გარსში, სასაზღვრო ღარის უკან; მათი ერთობლიობა ქმნის ენის ნუშს.
folliculi lymphatici solitarii განკერძოებული ლიმფური ფოლიკულები; მოთავსებული არიან წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსში; თითოეული ლიმფური ფოლიკული წარმოადგენს შემაერთებელ-ქსოვილოვან პარკში გახვეულ ლიმფოციტებს (BNA – noduli lymphatici solitarii).
folliculi ovarici primarii საკვერცხის პირველადი ფოლიკულები; მოთავსებული არიან საკვერცხის ქერქოვან ნივთიერებაში; თითოეული მათგანი შედგება ოვოგონიისაგან, რომელსაც გარს ეკვრის ფოლიკულური უჯრედების ერთი შრე (BNA – folliculi oophori primarii).
folliculi ovarici vesiculosi საკვერცხის ბუშტუკისებრი ფოლიკულები; საკვერცხის მომწიფებული ფოლიკულები, ბურთისებრი ბუშტუკები, რომელთა ღრუ ავსებულია სითხით; თითოეული მათგანი შეიცავს კვერცხუჯრედს, რომელიც მოთავსებულია კვერცხის გროვაში; გარსშემოვლებულია რამდენიმე გარსით (BNA – folliculi oophori vesiculosi, Graafi).
folliculus pili თმის პარკი, ფოლიკული; ეპიდერმისის ინვაგინაციის შედეგად წარმოქმნილი პარკი, რომელიც გარს ეკვრის თმის ძირს.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9