პატარა წყარო; აპკისებრი ქალას ნარჩენები ახალშობილის თავის ქალაზე.
- fonticulus anterior წინა ყიფლიბანდი; რომბისებრი შემაერთებელქსოვილოვანი ფირფიტა გვირგვინოვანი, საგიტალური და შუბლის ნაკერების შეხვედრის ადგილას, რომლის სრული გაძვალება ხდება დაბადებიდან თვრამეტი თვის შემდეგ (BNA – fonticulus frontalis [major].
- fonticulus mastoideus დვრილისებრი ყიფლიბანდი; მდებარეობს დვრილისებრი მორჩის, თხემისა და კეფის ძვლების შეერთების ადგილას. დვრილისებრი ყიფლიბანდის გაძვალება ხდება პირველ თვეებში დაბადების შემდეგ.
- fonticulus posterior უკანა ყიფლიბანდი; სამკუთხა შემაერთებელქსოვილოვანი აპკი საგიტალური და ლამბდისებრი ნაკერების შეერთების ადგილას, რომლის გაძვალება ხდება სამ თვეში დაბადების შემდეგ.
- fonticulus sphenoidalis სოლისებრი ყიფლიბანდი; მდებარეობს სოლისებრი ძვლის დიდი ფრთისა, საფეთქლის, შუბლისა და თხემის ძვალთა შეერთების ადგილას; მისი გაძვალება ხდება სამ თვეში დაბადების შემდეგ.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.