L. forare გაბურღვა საშ. სქ. ხვრელი
- foramen cecum linguae ენის ბრმა ხვრელი; ძევს ენის სასაზღვრო ღარის კუთხეში; წარმოადგენს ფარისებრ-ენის სადინარის ნაშთს. (Morgagnii).
- foramen epiploicum ბადექონის ხვრელი; ხვრელი, რომლითაც პერიტონეუმის ღრუ უერთდება ბადექონის აბგას; წინიდან მოსაზღვრულია ღვიძლ-თორმეტგოჯას იოგით, უკანიდან – ღვიძლ-თირკმლის იოგით, ქვემოდან – თორმეტგოჯა ნაწლავის ზემო ნაწილით, ზემოდან კი ღვიძლის კუდიანი წილით. (Winslowi).
- foramen magnum დიდი ხვრელი; კეფის ძვლის დიდი ხვრელი
- foramen obturatum დახურული ხვრელი; მოსაზღვრულია ბოქვენისა და საჯდომი ძვლებით. ხვრელი არ არის დახურული მხოლოდ მის ზემო ნაპირთან, სადაც იქმნება დამხურავი არხი თანამოსახელე სისხლძარღვებისა და ნერვისათვის.
- foramen singulare ცალკეული ხვრელი; ძევს შიგნითა სასმენი შესავლის ძირის უკანა ქვემო ნაწილში და შეესაბამება კარიბჭის კედლის ქვემო დაცხრილულ ხალს; მასში გაივლის უკანა ამპულური ნერვი. (Morgagnii).
- foramina venarum minimarum უმცირესი ვენების ხვრელები; გულის უმცირესი ვენების ხვრელები, რომლებიც იხსნებიან უშუალოდ გულის კამერებში (BNA – Thebesii).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.