თხრილი, ფოსო
- fossa acetabuli ტაბუხის ბუდის ფოსო; ჩაღრმავება ტაბუხის ბუდის ძირში, რომელიც მოსაზღვრულია ნამგლისებრი ზედაპირით და ამოვსებულია ცხიმოვანი ქსოვილით.
- fossa hypophysialis ტვინის დანამატის ფოსო; სოლისებრი ძვლის თურქული კეხის ჩაღრმავება ტვინის დანამატისათვის (BNA – fossa hypophyseos).
- fossa ischiorectalis კუკუხო-სწორნაწლავის ფოსო; ყითას არხის გვერდებზე მდებარე სივრცე, რომელიც ლატერალურად მოსაზღვრულია შიგნითა დამხურავი კუნთითა და საჯდომი ბორცვით.
- fossa vesicae felleae ნაღვლის ბუშტის ფოსო; ჩაღრმავება ღვიძლის მარჯვენა წილის ვისცერულ ზედაპირზე.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.