ფოსუკი
- fossula fenestrae cochleae ლოკოკინას სარკმლის ფოსუკი; მომცრო ჩაღრმავება ლოკოკინას სარკმლის უკან.
- fossula fenestrae vestibuli კარიბჭის სარკმლის ფოსუკი; მომცრო ჩაღრმავება კარიბჭის სარკმლის გარშემო.
- fossula petrosa კლდოვანი ფოსუკი; მომცრო ჩაღრმავება საფეთქლის ძვლის პირამიდის ქვემო ზედაპირზე, საუღლე ფოსოსა და საძილე არხის გარეთა ხვრელს შორის.
- fossulae tonsillares ნუშის ფოსუკები; ნუშის მფარავი ლორწოვანი გარსის მომცრო ჩაღრმავებები, სადაც იხსნებიან ნუშის კრიპტები.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.