A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

FA FE FI FL FO FR FU
FOL FON FOR FOS FOV

fovea, - ae

f.
L.
ორმო, ღრმული
 
fovea capitis femoris ბარძაყის თავის ღრმული; ბარძაყის თავის იოგის მიმაგრების ადგილი.
fovea centralis ცენტრალური ღრმული; მომცრო ჩაღრმავება ბადურაზე, ხალის ცენტრში. ხალი კარგად არის მომარაგებული სისხლძარღვებით, ცენტრალურ ღრმულში კი სისხლძარღვები არ არის.
fovea dentis კბილის ღრმული; ჩაღრმავება ატლასის წინა რკალის უკანა ზედაპირზე, რომელსაც ენაწევრება აქსისის კბილი.
lovea triangularis სამკუთხა ღრმული; ჩაღრმავება ციცხვისებრი ხრტილის წინა ლატერალურ ზედაპირზე, რომელსაც უმაგრდება კარიბჭის იოგი.
fovea trochlearis ჭაღის ღრმული; მომცრო ჩაღრმავება შუბლის ძვლის თვალბუდისმხრივ ზედაპირზე, მის წინა მედიალურ ნაწილში; თვალის კაკლის ზემო ირიბი კუნთის ჭაღის მიმაგრების ადგილი.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9