A B C D V
AB AC AD AF AG AI AL AM AN AO AP AQ AR AS AT AU AX AZ
ANA ANC ANG ANS ANT ANU

angulus, -i

m.
L.
კუთხე
 
angulus costae ნეკნის კუთხე; პირველ და მეორე ნეკნზე ნეკნის ბორცვი და კუთხე ხვდება ერთმანეთს. მომდევნო ნეკნებში ბორცვი და კუთხე თანდათან შორდებიან ერთმანეთს. მეთერთმეტე ნეკნს კუთხე სუსტადა აქვს გამოხატული ხოლო მეთორმეტეზე სრულიად არ აღინიშნება.

angulus infrasternalis მკერდქვედა კუთხე; იქმნება მკერდის ძვლით და ნეკნთა რკალებით. კუთხე გახსნილია ქვემოთ.

angulus iridocornealis ფერად-რქოვანას კუთხე; მოთავსებულია ფერადი გარსის წამწამოვან კიდესთან, რქოვანას ენდოთელიუმის ფერადი გარსის წინა ზედაპირზე გადასვლის ადგილას (BNA gulus iridis).

angulus mandibulae ქვედაყბის კუთხე; ქვედაყბის ტოტის და სხეულის შეერთების ადგილი.

angulus oculi lateralis et medialis თვალის ლატერალური და მედიალური კუთხე; ქუთუთოების ნაპრალის გვერდითი ბოლოები.

angulus oris პირის კუთხე; პირის ნაპრალის გვერდითი ბოლოები.

angulus scapulae ბეჭის კუთხე (ზემო, ქვემო და ლატერალური).

angulus sterni მკერდის კუთხე; იქმნება მკერდის ტარისა და სხეულის შეერთებით (angulus Ludovici).

angulus subpubicus ბოქვენქვეშა კუთხე; მდებარეობს ბოქვენის სიმფიზის ქვეშ, ბოქვენის ძვალთა ქვემო ტოტებს შორის (BNA – angulus pubis).

Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9