L. frenum ლაგამი, აღვირი საშ. სქ. ლაგამი
- frenulum clitoridis სავნებოს ლაგამი; კანის ორი ნაოჭი სავნებოს თავის ქვემო ზედაპირსა და მცირე სასირცხო ბაგეებს შორის
- frenulum labii inferioris ქვემო ტუჩის ლაგამი; ლორწოვანი გარსის საგიტალური ნაოჭი ქვემო ტუჩიდან ღრძილზე გადასვლის ადგილას.
- frenulum labii superioris ზემო ტუჩის ლაგამი; ლორწოვანი გარსის საგიტალური ნაოჭი, ზემო ტუჩიდან ღრძილზე გადასვლის ადგილას.
- frenulum labiorum pudendi სასირცხო ბაგეების ლაგამი; კანის განივი ნაოჭი მცირე სასირცხო ბაგეების უკანა ბოლოებს შორის.
- frenulum linguae ენის ლაგამი; ლორწოვანი გარსის საგიტალურად მდებარე ნაოჭი ენის ქვემო ზედაპირსა და ღრძილს შორის.
- frenulum preputii ჩუჩის ლაგამი; კანის ნაოჭი ჩუჩასა და ასოს თავს შორის.
- frenulum valvae ileocecalis თეძო-ბრმა ნაწლავის სარქვლის ლაგამი; ლორწოვანი გარსის ნაოჭი სარქვლის ბაგეებს შორის (BNA – frenulum valvulae coli).
- frenulum veli medullaris superioris ზემო ტვინოვანი ფარდის ლაგამი; მომცრო შემაღლება ოთხგორაკის გასწვრივ ღარსა და ზემო ტვინოვან ფარდას შორის (BNA – frenulum veli medullaris ant.).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.