ბაგირაკი, ლარი
- funiculi medullae spinalis ზურგის ტვინის ლარები; ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერების სამი წყვილი გასწვრივი სვეტი. არჩევენ წინა ლატერალურ და უკანა ლარს.
- funiculus spermaticus სათესლე ბაგირაკი; შედგება თესლის გამომტანი სადინარისა, სისხლისა და ლიმფის ძარღვებისა და ნერვებისაგან, რომლებიც გარსშემორტყმულია სათესლე ბაგირაკის გარსებით; იწყება სათესლის ზემო პოლუსთან და მთავრდება საზარდულის შიგნითა რგოლთან, სადაც სათესლე ბაგირაკის შემადგენელი ნაწილები ერთმანეთს ცილდებიან.
- funiculus umbilicalis ჭიპის ბაგირაკი; ჭიპლარი; ზონარი, რომელიც აკავშირებს ნაყოფს მომყოლთან და შეიცავს ჭიპის ორ არტერიასა და ერთ ვენას.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.