A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

AB AC AD AF AG AI AL AM AN AO AP AQ AR AS AT AU AX AZ
ANA ANC ANG ANS ANT ANU

ansa, - ae

f.
Anat. ყულფი, მარყუჟი
L.
ტარი, ყური (ჭურჭლისა)
 
ansa cervicalis კისრის მარყუჟი; წარმოქმნილია კისრის წნულის ტოტის შეერთებით ენისქვეშა ნერვის დასწვრივ ტოტთან; უკანასკნელი შედგენილია კისრის მეორე და მესამე სპინალური ნერვების ბოჭკოებისაგან. სწორედ ამიტომ შეიცვალა BNA - ს დასახელება ansa hypoglossi. კისრის მარყუჟით ინერვირდება ინის ძვლის ქვემოთ მდებარე კუნთები.

ansa lenticularis ოსპისებრი მარყუჟი; მკრთალი სფეროდან გამოსული ეფერენტული ბოჭკოების კონა, რომელიც მიემართება მხედველობის ბორცვში, ჰიპოთალამუსში, სუბთალამურ მიდამოში და შუა ტვინის ტეგმენტუმში.

ansa peduncularis ფეხის მარყუჟი; ნერვული ბოჭკოების კონა, რომელიც იწყება მხედველობის ბორცვიდან, თავსდება ოსპისებრი ბირთვის ქვემოთ და მიემართება საფეთქლის წილის ქერქსა და კუნძულში – insula.

ansa subclavia ლავიწქვეშა მარყუჟი; იქმნება სიმპათიკური წველის კვანძთაშუა ორი ტოტით ან ერთი გაორებული ტოტით, რომელთაგან ერთი თავსდება ლავიწქვეშა არტერიის წინა, ხოლო მეორე – უკანა ზედაპირზე და რომლებიც ერთმანეთთან აერთებენ ვარსკვლავისებრი და კისრის შუა კვანძებს. (Vieussensi)

Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9