A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

GA GE GI GL GO GR GU GY
GAL GAN GAS

ganglion, - ii

Gk.
საშ. სქ.
კვანძი, განგლიონი; ნერვულ უჯრედთა გროვა. ნერვული კვანძები განლაგებული არიან ნერველი ღეროების გზაზე, ცენტრალური ნერვული სისტემის გარეთ.
 
ganglia aorticorenalia აორტა-თირკმლის კვანძები; ვეგეტაციური კვანძები, რომლებიც მოთავსებული არიან აორტიდან თირკმლის არტერიის გამოსვლის ადგილას; დაკავშირებული არიან ფაშვის წნულთან.
ganglia cardiaca გულის კვანძები; რამდენიმე ვეგეტაციური კვანძი აორტის ზედაპირულ წნულში (BNA – ganglion cardiacum Wrisbergi).
ganglia celiaca ფაშვის კვანძები; ორი ან მეტი კვანძი, რომლებიც მოთავსებული არიან ფაშვის წნულში, ფაშვის ღეროს გარშემო.
ganglia intermedia შუამდებარე კვანძები; მდებარეობენ სიმპათიკური წველის შემაერთებელ ტოტებზე – rami communicantes. უფრო ხშირად კისრისა და წელის მიდამოში და იშვიათად გულ- მკერდისა და გავის.
ganglia pelvina მენჯის კვანძები; ვეგეტაციური კვანძები ქვემო ჰიპოგასტრული წნულის შემადგენლობაში, რომელიც სწორი ნაწლავის გვერდებზეა მოთავსებული.
ganglia phrenica შუასაძგიდის კვანძები; ვეგეტაციური კვანძები შუასაძგიდის წნულის შემადგელობაში, შუასაძგიდის ქვემო არტერიის გარშემო.
ganglia renalia თირკმლის კვანძები; ვეგეტაციური კვანძები თირკმლის წნულის შემადგენლობაში, თირკმლის არტერიის გარშემო.
ganglion cervicale medium კისრის შუა კვანძი; სიმპათიკური წველის მომცრო კვანძი კისრის V–VI მალის დონეზე.
ganglion cervicale superius კისრის ზემო კვანძი; სიმპათიკური წველის ყველაზე დიდი კვანძი კისრის II–IV მალების დონეზე.
ganglion cervicothoracicum (stellatum) კისერ-გულმკერდის (ვარსკვლავისებრი) კვანძი; იქმნება კისრის ქვემოთ და გულმკერდის ზემო სიმპათიკური კვანძების შეერთებით; ძევს კისრის VII მალის განივი მორჩის დონეზე.
ganglion ciliare წამწამოვანი კვანძი; პარასიმპათიკური კვანძი; მდებარეობს თვალბუდეში, მხედველობის ნერვსა და თვალის კაკლის ლატერალურ სწორ კუნთს შორის; აქვს სენსორული, სიმპათიკური და პარასიმპათიკური ფესვები. პრეგანგლიონური პარასიმპათიკური ბოჭკოები შედიან კვანძში თვალის მამოძრავებელი ნერვის ფესვით – radix oculomotoria და მთავრდებიან კვანძის ნერვულ უჯრედებში. ამ უჯრედებიდან იწყებიან პოსტგანგლიონური პარასიმპათიკური ბოჭკოები, რომლებითაც ინერვირდება გუგის სფინქტერი და წამწამოვანი კუნთი. სენსორული ბოჭკოები შედიან კვანძში შემაერთებელი ტოტით ცხვირ-წამწამოვან კვანძთან – ramus communicans cum n. rasociliari. ეს ბოჭკოები გაივლიან კვანძს და უერთდებიან მოკლე წამწამოვან ნერვებს. პოსტვანგლიონური სიმპათიკური ბოჭკოები შედიან კვანძში სიმპათიკური ტოტით წამწამოვანი კვანძისაკენ – ramus sympathicus ad ganglion ciliare. გაივლიან კვანძის სისქეში და მოკლე წამწამოვანი ნერვების შემადგენლობაში აღწევენ გუგის გამაფართოებულ კუნთს.
ganglion geniculi დამუხვლილი კვანძი; სახის ნერვის მცირე მუხლზე განლაგებული სენსორული კვანძი. დამუხვლილი კვანძის უჯრედების ცენტრალური მორჩები შუამდებარე ნერვის შემადგენლობაში მიემართებიან მოგრძო ტვინში, სადაც მთავრდებიან განკერძოებული ტრაქტის ბირთვში, პერიფერიული მორჩები კი შედიან დიდი კლდოვანი ნერვისა და დაფის სიმის შემადგენლობაში.
ganglion impar კენტი კვანძი; მდებარეობს კუდუსუნის წინა ზედაპირზე. კენტ კვანძში მთავრდებიან მარჯვენა და მარცხენა სიმპათიკური წველები.
ganglion inferius ქვემო კვანძი; 1. ენა-ხახის ნერვის სენსორული კვანძი, რომელიც ძევს საფეთქლის ძვლის პირამიდის კლდოვან ფოსუკში (BNA – ganglion petrosum). 2. ცდომილი ნერვის სენსორული კვანძი, საუღლე ხვრელის ოდნავ ქვემოთ (BNA – ganglion nodosum).
ganglion mesentericum inferius ჯორჯლის ქვემო კვანძი; ვეგეტაციური კვანძები თანამოსახელე წნულის შემადგენლობაში, ჯორჯლის ქვემო არტერიის გარშემო.
ganglion oticum ყურის კვანძი; პარასიმპათიკური კვანძი; ძევს ოვალური ხვრელის ქვეშ, ქვედაყბის ნერვის მედიალურად. პრეგანგლიონური პარასიმპათიკური ბოჭკოები აღწევენ ყურის კვანძს მცირე კლდოვანი ნერვით (ენა-ხახის ნერვის ტოტი). ყურის კვანძის უჯრედებიდან აღმოცენდებიან პოსტგანგლიონური პარასიმპათიკური (სეკრეტორული) ბოჭკოები, რომლებიც ყურ-საფეთქლის ნერვის შემადგენლობაში აღწევენ ყბა-ყურის ჯირკვალს. კისრის ზემო კვანძში აღმოცენებული პოსტგანგლიონური სიმპათიკური ბოჭკოები უკავშირდებიან ყურის კვანძს შუა მენინგეალური წნულის ტოტებით, სენსორული ბოჭკოები კი ქვედაყბის ნერვის ტოტებით. (Arnoldi).
ganglion pterygopalatinum ფრთა-სასის კვანძი; პარასიმპათიკური კვანძი; ძევს ფრთა-სასის ფოსოში, ზედაყბის ნერვის მედიალურად და ქვემოთ, რომელთანაც მჭიდრო კავშირში იმყოფება. პრეგანგლიონური პარასიმპათიკური ბოჭკოები აღწევენ ფრთა-სასის კვანძს დიდი კლდოვანი ნერვით (სახის ნერვის ტოტი). ფრთა-სასის კვანძის უჯრედებიდან აღმოცენდებიან პოსტგანგლიონური პარასიმპათიკური ბოჭკოები, რომლებიც სხვადასხვა ნერვების შემადგენლობაში აღწევენ ცრემლის ჯირკვალს და ცხვირის, სასისა და ხახის ლორწოვანი გარსის ჯირკვლებს. კისრის ზემო კვანძიდან აღმოცენებული პოსტგანგლიონური სიმპათიკური ბოჭკოები უკავშირდებიან ფრთა-სასის კვანძს ღრმა კლდოვანი ნერვით (გამოეყოფა შიგნითა საძილე წნულს), სენსორული ბოჭკოები კი – ფრთა-სასის ნერვებით (ზედაყბის ნერვის ტოტები). (Ganglion Meckeli majus).
ganglion spinale სპინალური (ზურგის ტვინის) კვანძი; ფსევდოუნიპოლარული უჯრედების გროვა სპინალური ნერვის დორსალურ ფესვზე. სენსორული კვანძი, რომლის უჯრედთა პერიფერიული მორჩები სპინალური ნერვის შემადგენლობაში მიემართება სხვადახსხვა ორგანოებისაკენ, ცენტრალური მორჩები კი შედიან ზურგის ტვინში.
ganglion spirale cochleae ლოკოკინას სპირალური კვანძი; სენსორული კვანძი; ძევს ლოკოკინას ღერძის სპირალურ არხში. ლოკოკინას სპირალური კვანძის უჯრედების პერიფერიული ბოჭკოები მიემართებიან სპირალურ ორგანოსაკენ, ცენტრალური ბოჭკოები კი კარიბჭე-ლოკოკინას ნერვის ლოკოკინასეული ნაწილის შემადგენლობაში შედიან მოგრძო ტვინში, სადაც მთავრდებიან ლოკოკინას დორსალურ და ვენტრალურ ბირთვში.
ganglion splanchnicum შიგნეულობის კვანძი; მომცრო კვანძი შიგნეულობის დიდი ნერვის ღეროზე. (Arnoldi).
ganglion submandibulare ქვედაყბისქვეშა კვანძი; პარასიმპათიკური კვანძი; ძევს ქვედაყბისქვეშა ჯირკვალზე, ენის ნერვის ქვეშ. პრეგანგლიონური პარასიმპათიკური ბოჭკოები აღწევენ ქვედაყბისქვეშა კვანძს დაფის სიმის შემადგენლობაში, ქვედაყბისქვეშა კვანძის კავშირებით ენის ნერვთან. ქვედაყბისქვეშა კვანძში აღმოცენებული პოსტგანგლიონური ბოჭკოები ჯირკვლოვანი ტოტებით აღწევენ ქვედაყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვლებს. კისრის ზემო კვანძიდან აღმოცენებული პოსტგანგლიონური სიმპათიკური ბოჭკოები უკავშირდებიან ქვედაყბისქვეშა კვანძს სახის წნულის ტოტებით, სენსორული ბოჭკოები კი – ენის ნერვის ტოტებით (BNA – ganglion submaxillare; ganglion Meckeli minus).
ganglion superius ზემო კვანძი; 1. ენა-ხახის ნერვის სენსორული კვანძი, რომელიც ძევს საუღლე ხვრელში; 2. ცთომილი ნერვის სენსორული კვანძი; მოთავსებულია საუღლე ხვრელში (BNA – ganglion jugulare).
ganglion terminale ტერმინალური (საბოლოო) კვანძი; 1 ორგანოსთან ახლობდებარე და ორგანოსშიგა – ინტრამურული კვანძები, რომლებიც უმთავრესად პარასიმპათიკური ბუნებისაა; 2. ტერმინალური ნერვების გზაზე მიმობნეული უჯრედების გროვა.
ganglion trigeminale სამწვერა კვანძი; სამწვერა ნერვის სენსორული კვანძი; ძევს საფეთქლის ძვლის პირამიდის წინა ზედაპირზე სამწვერა ღრუში. (BNA – ganglion semilunare, Gasseri).
ganglion vertebrale ხერხემლის კვანძი; ძევს ხერხემლის არტერიის წინა ზედაპირზე, ამ არტერიის კისრის VI მალის განივ ხვრელში შესვლამდე; განლაგებულია კისრის შუა ან ქვემო კვანძის შემაერთებელ ტოტებზე. მას გამოეყოფა ხერხემლის ნერვი – ორი წვრილი ტოტი, რომლებიც გარს ეკვრიან ხერხემლის არტერიას.
ganglion vestibulare კარიბჭის კვანძი; კარიბჭე-ლოკოკინას ნერვის კარიბჭისეული ნაწილის სენსორული კვანძი; ძევს შიგნითა სასმენი შესავლის ძირზე; მასში არჩევენ ზემო და ქვემო ნაწილებს, რომელთაგან ზემო მოთავსებულია კარიბჭის ზემო ველში, ქვემო ნაწილი კი – კარიბჭის ქვემო ველში. კარიბჭის კვანძის ბიპოლარული უჯრედების პერიფერიული ბოჭკოები მიემართებიან წონასწორობის ორგანოში, ცენტრალური კი მოგრძო ტვინში, სადაც კარიბჭის ბირთვებში მთავრდებიან. (ganglion Scarpae).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9