A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

GA GE GI GL GO GR GU GY
GLA GLE GLO GLU

glandula, - ae

m.
L. (კნინ. სიტყვ. glans რკო)
ჯირკვალი
 
glandula bulbourethralis ბოლქვ-შარდსადენის ჯირკვალი; ცერცვის ოდენა წყვილი ჯირკვალი; მოთავსებულია შორისის ღრმა სივრცეში. ბოლქვ-შარდსადენის ჯირკვლის სადინარი ხვრეტს შორისის აპკს და იხსნება შარდსადენის ღრუბლისებრ ნაწილში. (Cowperi, gll. Mery s. gll. Duverneyi).
glandula lacrimalis ცრემლის ჯირკვალი; ძევს თვალბუდის ზემო ლატერალურ კუთხეში, ცრემლის ჯირკვლის ფოსოში; ზემო ქუთუთოს ამწევი კუნთის მყესით იყოფა თვალბუდისეულ და ქუთუთოსეულ ნაწილებად. ამის გარდა ქუთუთოების კონიუნქტივაში განლაგებულია ცრემლის დამატებითი ჯირკვლები.
glandula mammaria სარძევე ჯირკვალი; მოთავსებულია მკერდის დიდი კუნთის წინა ზედაპირზე, III–IV ნეკნების დონეზე; შედგება 15–20 კონუსისებრი წილისაგან, რომელთა წვეროები მიმართულია ძუძუს დვრილისაკენ. მამაკაცის სარძევე ჯირკვალი რუდიმენტული ორგანოა.
glandula parathyroidea inferior superior ქვემო და ზემო ფარისებრახლო (პარათიროიდული) ჯირკვალი; ბრანქიოგენური ჯგუფის, შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი. ჩვეულებრივ ოთხი ჯირკვალია – ორი ზემო და ორი ქვემო; მოთავსებული არიან ფარისებრი ჯირკვლის გვერდითი წილების უკანა ზედაპირზე. (Corpuscula Sandstromi).
glandula parotis ყბა-ყურის ჯირკვალი; სეროზული ხასიათის ყველაზე დიდი, წყვილი სანერწყვე ჯირკვალი; მოთავსებულია ქვედაყბისუკანა ფოსოში და ნაწილობრივ საღეჭ კუნთზე.
glandula sublingualis ენისქვეშა ჯირკვალი; ლორწოვანი ხასიათის წყვილი სანერწყვე ჯირკვალი: მოთავსებულია ყბა-ინის კუნთზე, ლორწოვანი გარსის ქვეშ.
glandula submandibularis ქვედაყბისქვეშა ჯირკვალი; შერეული ხასიათის წყვილი სანერწყვე ჯირკვალი; მოთავსებულია ქვედაყბისქვეშა ფოსოში. ჯირკვლის უკანა ნაწილი შემოუვლის ყბა-ინის კუნთის უკანა კიდეს და წვება ამ კუნთის ზემო ზედაპირზე. (BNA – glandula submaxillaris).
glandula suprarenalis თირკმელზედა ჯირკვალი; შინაგანი სეკრეციის წყვილი ჯირკვალი; მდებარეობს თირკმლის ზემო პოლუსზე, შედგება ქერქოვანი და ტვინოვანი ნივთიერებისაგან.
glandula thyroidea ფირისებრი ჯირკვალი; ბრანქოგენური ჯგუფის, შინაგანი სეკრეციის კენტი ჯირკვალი; მდებარეობს კისრის მიდამოში, სასულეს წინ და ხორხის გვერდებზე; შედგება მარცხენა და მარჯვენა წილებისა და ყელისაგან, რომლითაც შეერთებულია გვერდითი წილების ქვედა ბოლოები.
glandula vestibularis major კარიბჭის დიდი ჯირკვალი; ცერცვის ოდენა ლუწი ჯირკვალი; მდებარეობს შორისის ღრმა სივრცეში; შეესაბამება მამაკაცის ბოლქვ-შარდსადენის ჯირკვალს. (Bartholini)
glandulae vestibulares minores კარიბჭის მცირე ჯირკვლები; კარიბჭის ლორწოვანი ჯირკვლები, რომელთა სადინარები იხსნებიან საშოს კარიბჭეში.
glandulae ceruminosae გოგირდის ჯირკვლები; გარეთა სასმენი მილის ხრტილოვანი ნაწილის კანის სახეცვლილი საოფლე ჭირკვლები, რომლებიც გამოყოფენ ყურის გოგირდს, ცვილს.
glandulae circumanales ყითას ირგვლივი ჯირკვლები; თებოს დიდი ჯირკვლები ყითას გარშემო, რომლებიც იხსნებიან კანის ზედაპირზე.
glandulae conjunctivales კონიუნქტივის ჯირკვლები; კონიუნქტივის ლორწოვანი ჯირკვლები. (Krausei).
glandulae gastricae (propriae) კუჭის (საკუთარი) ჯირკვლები; არჩევენ კუჭის ლორწოვანი გარსის სტრუქტურულად განსხვავებულ ჯირკვლებს. კუჭის საკუთარი ჯიკრვლები მოთავსებული არიან კუჭის ძირსა და სხეულში; აგებული არიან მთავარი და დამატებითი უჯრედებისაგან და გამოყოფენ პეპსინოგენს და მარილმჟავას. პილორუსის ჯირკვლები კი აგებული არიან მხოლოდ მთავარი უჯრედებისაგან და მდებარეობენ კუჭის პილორულ ნაწილში.
glandulae intestinales ნაწლავის ჯირკვლები; წვრილი და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მარტივი მილაკოვანი ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ ნაწლავის წვენს (Lieberkuhni).
glandulae mucosae biliosae ნაღვლის სადინარების ლორწოვანი ჯირკვლები; ნაღვლის სადინარების ლორწოვანი გარსის ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ ლორწოს.
glandulae sebaceae თებოს ჯირკვლები; საკუთრივ კანის დვრილისებრ და ბადისებრ შრეებს შორის მოთავსებული მარტივი ალვეოლური ჯირკვლები, რომელთა სადინარები უპირატესად იხსნებიან თმის პარკში. ტუჩებზე, ასოს თავზე, ჩუჩაზე, მცირე სასირცხო ბაგეებზე, ძუძუს დვრილზე, დვრილის ბაკზე, ყითას ორგვლივ თებოს ჯირკვლები იხსნებიან ეპიდერმისის ზედაპირზე.
glandulae sinae ductibus უსადინარო ჯირკვლები; შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, რომლებიც თავიანთ სეკრეტს (ინკრეტს), ჰორმონებს გამოყოფენ უშუალოდ სისხლში.
glandulae sudorifere ოფლის ჯირკვლები; საკუთრივ კანის ბადისებრ შრეში მოთავსებული მილაკოვანი ჯირკვლები, რომლებიც იხსნებიან ეპიდერმისის ზედაპირზე.
glandulae tarsales ტარსალური ჯირკვლები; ქუთუთოების ხრტილის უკანა ზედაპირზე მოთავსებული თებოს სახეცვლილი ჯირკვლები, რომელთა სადინარები იხსნებიან ქუთუთოების თავისუფალ კიდეებზე. (Meibomi).
glandulae urethrales შარდსადენის ჯირკვლები; შარდსადენის ლორწქვეშა ქსოვილში მოთავსებული ლორწოვანი ჯირკვლები. (Littrei).
glandulae uterinae საშვილოსნოს ჯირკვლები; მარტივი მილაკოვანი, ლორწოვანი ჯირკვლები, რომლებიც განლაგებულია საშვილოსნოს ლორწოვან გარსში, აღწევენ მიომეტრიუმამდე და ზოგჯერ მიომეტრიუმის ბოჭკოებს შორისაც. საშვილოსნოს ყელის მიდამოში ამ ჯირკვლებს საშვილოსნოს ყელის ჯირკვლები ეწოდება.
See also: parotis
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9