L. glomerare გორგლად დახვევა საშ. სქ. გორგალი, გლომუსი
- glomus caroticum საძილე გორგალი; კაროტიდული გლომუსი; განეკუთვნება პარაგანგლიონების რიცხვს; ძევს საერთო საძილე არტერიის გაყოფის ადგილას; აგებულია ქრომოფინული უჯრედებისაგან და უხვად არის მომარაგებული პრესო- და ჰემორეცეპტორებით.
- glomus choroideum სისხლძარღვოვანი გორგალი; ქოროიდული გლომუსი; გვერდითი პარკუჭის სისხლძარღვთა წნულის გაგანიერება იმ ადგილას, სადაც იგი გვერდითი პარკუჭის ცენტრალური ნაწილიდან გადადის ქვემო რქაში.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.